Example logo



FDA-ის 2026 წლის განახლება: 
რა იცვლება ჰორმონოთერაპიასა და მენოპაუზის კლინიკურ მართვაში



  
უფასო ონლაინ ვებინარი ექიმებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის 17 სექტემბერი, 2026 | 20:00 (თბილისის დროით) | 75 წუთი | Zoom
  

FDA-ის 2026 წლის განახლება: რა იცვლება ჰორმონოთერაპიასა და მენოპაუზის კლინიკურ მართვაში
 
 
2026 წლის თებერვალში FDA-მ დაამტკიცა მენოპაუზის ჰორმონული თერაპიის ეტიკეტების ცვლილება: „შავი ჩარჩოს" გაფრთხილებიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ძუძუს კიბოსა და დემენციის რისკის შესახებ.
 
ეს ფაქტი ცვლის იმას, თუ როგორ ვესაუბრებით პაციენტს რისკებზე. მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჰორმონული თერაპია ყველა ქალისთვისაა ნაჩვენები.
 
ვებინარზე განვიხილავთ, რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი ეტიკეტში, რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს ეს ქართული პრაქტიკისთვის, „შესაძლებლობის ფანჯარას", უკუჩვენებებსა და რისკის ინდივიდუალურ შეფასებას, EMAS-ის პოზიციასა და რეფერალის საკითხს.
 
მომხსენებელი: ქეთევან შავლიაშვილი — ექიმი-მკვლევარი,
კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის დოქტორანტი; Medea Health-ისა და Medea Academy-ის დამფუძნებელი; ჰარვარდის მედიცინის სკოლის WHAM მინი-ფელოუშიპის კურსდამთავრებული; კვლევის „მენოპაუზა საქართველოში 2026" ავტორი.
 
ვებინარი საგანმანათლებლო ხასიათისაა.

შენიშვნა: ვებინარზე რეგისტრაცია სრულად განცალკევებულია Medea Health-ის ანონიმური კვლევისგან -"მენოპაუზა საქართველოში - 2026" და არ უკავშირდება კვლევის პასუხებს.

რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით, რომ Medea Academy გამოგიგზავნით ვებინართან დაკავშირებულ ინფორმაციას, Zoom-ის ბმულს, შეხსენებებსა და ღონისძიების ჩანაწერს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოწერის გაუქმება.